ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნას სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ახალი ვიდეორგოლით შეხვდება. საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა.
კურორტზე სეზონი 22 დეკემბერს გაიხსნება, დღეს კი პრემირ - მინისტრმა გუდაურში გახსნა სეზონი.მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ წლევანდელი წელი ტურისტებისთვის განსაკუთრებული და მართლაც დაუვიწყარი იქნება, რადგან ზამთრის კურორტი ახალ სეზონზე დამსვენებელს ბევრ სიახლეს სთავაზობს.