არასრულწლოვანზე პიროტექნიკის მიყიდვა შესაძლოა დასჯადი გახდეს

14 დეკემბერი 2018, 00:00 2046 ნახვა

 არასრულწლოვანზე პიროტექნიკის მიყიდვა შესაძლოა დასჯადი გახდეს - კანონპროექტს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.  საახალწლო პიროტექნიკით მოვაჭრეებისთვის რეგულაციების დაწესებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვის გამო ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი — 200-ით. 

პიროტექნიკის გაყიდვის კონტროლი კი, კანონის დამტკიცების შემთხვევაში,  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახურს ან მის მიერ უფლებამოსილი პირს დაეკისრება. 

ინიციატივის ავტორების თქმით, საქართველოში არასრულწლოვნებს პიროტექნიკაზე ხელი თავისუფლად მიუწვდებათ, რაც საფრთხის შემცველია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის.

"2018 წელს, მხოლოდ ორ დღეში, 1 და 2 იანვარს, პიროტექნიკით ტრავმებით 44 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 24 შემთხვევა იყოს ბავშვებში. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ასაკობრივი შეზღუდვების შემოღებით, შევძლებთ ეს სტატისტიკა შევამციროთ. ტრავმატიზმების და ბავშვთა უსაფრთხოების კონტროლი ამ ფორმით გავზარდოთ,  პარალელურად კი დავიწყებთ დამატებითი რეგულაციების შემოტანაზე ფიქრს, მის მიზანშეწონილობაზე - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა. 

საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი ეფექტური არ იქნება. ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ კანონის აღსრულების საკითხი ტექნიკურად შეუძლებელია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი