''არა ბულინგს'' - საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანია

13 დეკემბერი 2018, 00:00 1961 ნახვა

“არა ბულინგს“  -  საქართველოს პროკურატურამ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.  კვირეულის ფარგლებში ბათუმის სკოლების მოსწავლეებისთვის ბულინგის თემაზე გადაღებული ფილმის ჩვენება და განხილვა მოეწყო, რომელიც კიბერ ბულინგს ეხებოდა, თუ როგორ ხდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაგვრა და დაშინება.

შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ირაკლი გაჩეჩილაძე შეხვდა და ისაუბრა ბულინგისა და  ძალადობის პრევენციის შესახებ. კამპანიის დროს არაერთი შემეცნებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიება იმართება, მათ შორის დისკუსიები, არტ-ნამუშევრების გამოფენა, ვიდეორგოლების კონკურსი და ველომარათონი.

ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეული საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებები საქართველოს 7 ქალაქში ტარდება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი