საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა

13 დეკემბერი 2018, 00:00 1758 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული სარჩელის არსებითი განხილვა გრძელდება. მსჯავრდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელში სისხლის სამართლისა და პატიმრობის კოდექსის რამდენიმე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მათგან ერთ-ერთი მთავარი ე.წ. გაუთქმელობის ვალდებულების ნორმას ეხება.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ე.წ. გაუთქმელობის ვალდებულებამ და კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილმა დღეისთვის მოქმედმა სხვა ნორმებმა მათ დეკანოზის სრულყოფილად დაცვის საშუალება არ მისცა, რადგან მათი განცხადებით, ნორმები ბუნდოვანია და პროკურატურას ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს, რის გამოც მათ მოწმეთა გამოკითხვები ვერ მოახერხეს, ვერ გამოიყენეს კერძო ექსპერტიზა და დაცვის სხვა სახის მექანიზმები.
 

ადვოკატები სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვისაც ამზადებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი