ქობულეთის ამბულატორიებში ელექტროენერგიის გადასახადს პერსონალი იხდის

11 დეკემბერი 2018, 00:00 1564 ნახვა

ამბულატორიების და თემის სამედიცინო პუნქტების შენობები საჭიროებს რეაბილიტაციას ქობულეთში. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა, რომ დაახლოებით 400 ასეთი პუნქტის რეაბილიტაცია იგეგმება მომავალ წლებში, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტებს შეეხება ეს ინიციატივა.

რთული მდგომარეობაა სოფელ ქობულეთის ამბულატორიაში, სადაც დაზიანებულია წყლის სისტემა, შენობის ქვეშ კი ტერიტორია დაჭაობებულია. ამას კი გათბობის პერიოდული პრობლემა ემატება. პრობლემებია ზედა სამების სამედიცინო პუნქტშიც. აქ სასმელი წყალი საერთოდ არ აქვთ. დაზიანებულია კედლები და იატაკი. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში