ეტიკეტირების წესი იცვლება

01 აგვისტო 2016, 00:00 2697 ნახვა

რძის შემცველი პროდუქციის ეტიკეტირების წესების კონტროლი მკაცრდება. დღეიდან ბიზნესოპერატორებს ტერმინების რძისმაგვარი, არაჟნისმაგვარი და ხაჭოსმაგვარი გამოყენება ეკრძალებათ. რეგულაციები კანონში შარშან შევიდა და მწარმოებლებს ეტიკეტირების ახალი წესების გასათვალსწინებლად ერთწლიანი ვადა ჰქონდათ. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებულ რძისშემცველ პროდუქტზე ფუძედ რძე და რძის ნაწარმის სახელი იქნება გამოყენებული მწარმოებელი დაჯარიმდება პირველ შემთხევაში 400, ხოლო ერთი წლის შიგნით განმეორებისას 1200 ლარით.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი