ვალების ჩამოწერის ვებ-საიტი vali.ge დღეიდან უკვე ამოქმედდა. მოქალაქეებს რომელთაც დავალიანებები აქვთ, შეუძლიათ საკუთარი პირადი მონაცემები ამ ვებგვერდზე შეიყვანონ, საიდანაც შეიძლება მიიღონ ინფორმაცია ვალის ჩამოწერის შესახებ.
ვებ-გვერდზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ 6 ბანკის მონაცემია ატვირთული, თუმცა საიტის ინფორმაციით, უახლოეს ხანში სხვა საფინანსო ორგანიზაციის მონაცემებიც აიტვირთება. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება.