ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერებრალური დამბლით და ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა და მათი მგზავრობის დაფინანსება გაიზარდა. ბენეფიციარების ნაწილს ბოლო ორი თვეა თანხა არ მიუღიათ.
მერიაში ხარვეზს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უკავშირებენ. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ პროგრამაში ჩართულებს სამი თვის საფასური ერთად დაერიცხებათ.