პარიზში ყვითელ ჟილეტიანების აქციაზე ვითარება დაიძაბა, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. საფრანგეთის დედაქალაქში უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ჯავშანტექნიკა პირველად გამოჩნდა. პოლიციის სპეცტექნიკა საფრანგეთის ქვედა პალატის შენობასთან არის მობილიზებული. პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს მოერიდონ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, კი დარეკონ ცხელ ხაზზე +33783318689.