„ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები, დანადგარები, ინტერიერის აღჭურვილობა, ექსტერიერის დიზაინი და გაგრილების სისტემები - ამ ყველაფერს ბათუმი ბილდ 2018“-ზე გაეცნობით.
გამოფენაში ქართული და უცხოური 60 კომპანია მონაწილეობს. მათ საშუალება აქვთ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმონ და საქმიანი შეხვედრები გამართონ. სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების სააგენტოს მერვე საერთაშორისო გამოფენა სამ დღეს გასტანს.