ბავშვების საახალწლო სურვილები, რომელიც დღის ცენტრის "იალქანის" ბენეფიციარებმა დაწერეს, თუ შეგიძლია იყავი მისი თოვლის ბაბუა.
"გამარჯობა თოვლის ბაბუ, მე ვარ დიანა მელაძე, ჩვენ სახლში ვართ ხუთნი. მე და ჩემ ძმას გვინდა პროდუქტები, რომ დედამ საჭმელები გაგვიკეთოს. კიდევ ჩემი ძმისთვის ფეხსაცმელი მინდა სკოლაში იაროს, კიდევ ყველას გვჭირდება კურტკები, ძალიან გთხოვ ტკბილეული არ დაგავიწყდეთ"
"თოვლის ბაბუა მე ვარ შოთა, 12 წლის. ძალიან მინდა მქონდეს ველოსიპედი და ბურთი. მინდა ჩემი ლოგინიც მქონდეს, რადგან სახლში ბევრნი ვართ და ხშირად დასაწოლი არ არის..."
"გამარჯობა თოვლის ბაბუა, მე ვარ ბექა... მინდა სკოლაში ვიარო, მაგრამ ფეხსაცმელი არ მაქვს. მინდა მომიტანო ფეხსაცმელი, რომ ვისწავლო. და კიდე ენციკლოპედიები"
"თოვლის ბაბუა მე ვარ თაკო, მე მინდა მქონდეს სკეიტი, მაღალწელიანი მოტკეცილი ე.წ. სტრეიჯი ჯინსი, ოღონდ მუხლებზე დახეული და ლამაზი, შავი, მაღალი ფეხსაცმელი ბალენსიაგა. თუ გინდათ შავი არ იყოს... 38 ზომა დიდი მადლობა"
"ჩემი სურვილები
გამარჯობა თოვლის ბაბუ, მე მინდა ყველაზე მეტად სამი რაღაც. კომპიუტერი, ვიცი რომ მაგის ფული რომ არ გაქვს, მაგრამ მე ამაზე ძალიან ვოცნებობ. მასწავლებელი როცა მოსაძიებელს (მასალას) მაძლევს, მოვიძიო.
ამას თუ ვერა, მაშინ ტელეფონი სენსორიანი, რომ იქ მოვიძიო. თუ კიდე შეძლებ, ოღონდ ჯერ იმ ორიდან ერთი, ყურსასმენები ან დინამიკი... და შარვალი... და ბურთი"
"გამარჯობა თოვლის ბაბუ, მე მაკინე ვარ 8 წლის. მე მინდა მაჩუქოთ პატარა ყვავილი..."
''თოვლის ბაბუ ნეტა მართლა არსებობს? ჩვენ თავშესაფრიდან ახლა გამოვედით. დედა მეეზოვედ მუშაობდა, ახლა ეს სამსახურის არ აქვს, რომ არა ფონდი იალქანი არ ვიცი რა გვეშველებოდა. ახლა ყველაზე მეტად დედისთვის სამსახური მინდა. ჩემთვის თუ შეიძლება კურტკა და 39 ზომა ფეხსაცმელი. ცოტა პროდუქტი თუ შეიძლება.'' გვანცა....
''გამარჯობა თოვლის ბაბუა. მე ვარ გიორგი წულუკიძე 13 წლის. მე არ ვიცი წერა ამიტომ წერილს ფონდის დახმარებით გწერთ. მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი ფონდში და ქუჩაშიც. მინდა ბევრი ბომბები, კურტკა და ფეხსაცმელები დავკარგე. კიდევ მინდა, რომ თოვლის ბაბუამ შეშა მომიტანოს, რადგან ღამით სახლში რომ ავდივარ ძალიან მცივა, ფეხის ზომა 37. მადლობა თოვლის ბაბუა.''
''მე ვარ ვიტო 9 წლის, მიყვარს მეგობრები. ვცხოვრობ ბებოსთან, ბაბუასთან და დეიდასთან ერთად. მე დედას ვეძახი მას. მყავს ძმა, გაბრიელი. ისიც დედას ეძახის ჩემს დეიდას. მე მინდა ბევრი ტკბილეული. პულტიანი მანქანა და ჩემი ძმისთვის თბილი ფეხსაცმელი. (ბომბაჩკები) გელოდები.
''გამარჯობა თოვლის ბაბუა. მე ვარ თამთა 9 წლის. მინდა მქონდეს ჩემი სახლი, რომ ყოველ თვე არ გვიწევდეს ბინის დაცლა. დედიკოსთვის სამსახური, თუნდაც მეეზოვედ. მინდა ქოლგა, კურტკა და საჭმელი. გთხოვ მოდი.''
''მე ვარ ქრისტინა 7 წლის. მე მინდა თოვლის ბაბუამ მომიტანოს ლამაზი კაბა, კურტკა და ბევრი ტკბილეული. მადლობა თოვლის ბაბუ''
''გამარჯობა თოვლის ბაბუა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მარტო ამ დღეს მაქვს შანსი. მეკითხებიან რა სურვილი გაქვსო. ძალიან მინდა პულტიანი მანქანა, ტყავის კურტკა, ბურთი, კამფეტები, ტელეფონი. იმედია ამისრულდება სურვილები. დიდი მადლობა წინასწარ'' - ანდრი ბერიძე 9 წლის.
''მე ვარ ნინი 12 წლის, მე მინდა მომიტანოს თოვლის ბაბუამ ფეხსაცმელი 37 ზომა. კიდევ ჩანთა. მადლობა თოვლის ბაბუა.''
ლუკა თურაძე 13 წლის: '' სკეიტბორდი, ნაიკის ბოტასი, ნაიკის სპორტული და ნაიკის ქუდი.''
''მე ვარ მაგდა 9 წლის დიონი ბურთი კალათბურთის, ფეხბურთის, გმადლობ თოვლის ბაბუ''
''გამარჯობა თოვლის ბაბუ მე ვარ ლინდა, ძალიან მინდა ფეხსაცმელები ახალი ჩანთა და ნაძვის ხის სათამაშოები. მადლობა''
''გამარჯობა თოვლის ბაბუ, მე ვარ ირმა 9 წლის. ვცხოვრობ მამასთან ერთად მარტო. ძალიან მინდა საახალწლოდ მომიტანო ბევრი საჩუქრები, ნაძვის ხე, ნაძვის ხის სათამაშოები და პროდუქტი. ჩვენ ბათუმში აღარ ვცხოვრობთ. თიკო მასწავლებელს გამოატანე საჩუქრები.''
''გამარჯობა თოვლის ბაბუა
მე ვარ ლიზი 6 წ. მე მინდა მომიტანოს ბევრი ტკბილეული მე მინდა კიდე ლამაზი ნაძვის ხე და პლასტელინები. მადლობა თოვლის ბაბუა''
''გამარჯობა თოვლის ბაბუ, მე მართა ვარ. ძალიან მინდა მქონდეს ტელესკოპი,რომ რამით კოსმოსში ვიყრო ხოლმე''
''გამარჯობა თოვლის ბაბუ
მე ვარ ზურიკო 11 წლის. ჩემი დედა და მამა დაშორდნენ. მე ტელეფონი გამიფუჭდა და გთხოვ მომიტანო, რომ დედას დავურეკო. კიდე ფეხსაცმელი 35 ზომა მადლობა დიდი''
თუ გადაწყვეტთ, რომ შეგიძლიათ სურვილების ასრულება, დაუკავშირდით ფონდ "იალქანის" წარმომადგენლებს ნომერზე 599 33 01 14 - თიკო აბაშიძე.
მის: ბათუმი, ჭავჭავაძის #27 ბინა #16