მძივებით, ბისერებით თექითა და სხვადასხვა ქსოვილით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმში. იგი ბელა ხალვაშის პირველი პროფესიონალური გამოფენაა.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად პროფესიით ბუღალტერი საყვარელი საქმისთვის თითქმის ყოველდღე იცლის, რაც შეეხება ჩანთებს მისი დამზადება ბელა ხალვაშმა, 2 წელია რაც დაიწყო და სურვილი აქვს, რომ შექმნას ისეთი ნივთები, რომლითაც ბევრი ქალი ისარგებლებს.