ქობულეთის ''შუქურამ'' პოზიცია შეინარჩუნა და ლიგა II-ში რჩება

07 დეკემბერი 2018, 00:00 2293 ნახვა

ქობულეთის "შუქურა"   მე-II ლიგაში რჩება. წყალტუბოს „სამგურალი“  ანგარიშით 2-0 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "შუქურა" ლიგა II-ში პოზიციას ინარჩუნებს.

ორივე გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერებმა გაიტანეს. პირველი ბურთი მეტოქის კარში 26-ე წუთზე, ხოლო მეორე გოლი მატჩის დასასრულს, 90-ე წუთზე გავიდა.

ქობულეთის შუქურამ ასპარეზობა მე-7 ადგილზე 41 ქულით დაასრულა. წყალტუბოს "სამგურალი" კი პლეი აუტში ლანჩხუთის გურიას შეხვდება.

დღესვე ბათუმის "დინამომ" სტუმრად მარტვილის "მერანს" 2:3 სძლია.  ს.კ ცხინვალმა თელავს 4:5 მოუგო, შედეგად ცხინვალი პლეი აუტში "ბახმაროს" შეხვდება. მარტვილის მერანი კი ლიგა 3-ში დაქვეითდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში