პირადობის მოწმობებს შშმ პირები 32 დღის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ

07 დეკემბერი 2018, 00:00 2068 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ. 

შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნები პასპორტსა და პირადობის მოწმობებს მიიღებენ. არასრულწლოვნებს კი უსასყიდლოდ გადაეცემათ პირადობის ელექტრონული მოწმობები. 

მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. მზა დოკუმენტები კი 10 სამუშაო დღეში გადაეცემათ.

ინიციატივა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში ბრიფინგზე დღეს გაახმოვანა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი