აჭარის როგორ სანაპირო, ასევე მთიან რაიონებში ხვალ საღამომდე იწვიმებს. მაღალმთიან ზონაში გომარდულსა და გოდერძის უღელტეხილზე მოსალოდნელია თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.
ბათუმში დღეს და ხვალ +9, +11 გრადუსი იქნება, შემდეგ დღეებში კი +17 გრადუსამდე დათბება.
9 დეკემბრამდე, ქვეყნის ტერიტორიაზე ცივი და პერიოდულად ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. ორშაბათიდან დათბება, განსაკუთრებით კი სანაპირო კურორტებზე. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.
ზამთრის კურორტებზე, თოვლზე სრიალის მოყვარულთა მოლოდინის მიუხედავად, ჯერჯერობით უხვი ნალექი არ იქნება.