“BATUMI BUILD 2018’’ - ხვალ ბათუმში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. გამოფენაში 5 ქვეყნის 60-მდე კომპანია მონაწილეობს.
წარმოდგენილი იქნება ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები, აღჭურვილობა, დანადგარები, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი. გამოფენის ორგანიზატორია კომპანია “GEONET EXPO’'.