თავდაცვის მინისტრი ხვალ საფრანგეთში მიემგზავრება. ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდება. მინისტრმა დღეს სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა.
იზორია გამოყოფს პროგრამას - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის შესახებ. როგორც ამბობს აშენდა რეგიონში უპრეცედენტო საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც სამხედროები სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად საბრძოლო მომზადებას გადიან.