ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

05 დეკემბერი 2018, 00:00 4274 ნახვა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე  მსუბუქ  ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან. დამწვარია პირადი ნივთები და მობილური ტელეფონი.

უცნობია რატომ გაუჩნდა ავტომობილს ცეცხლი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი