არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა

05 დეკემბერი 2018, 00:00 2509 ნახვა

რეგიონიდან ამ დროისთვის 8 ათას 500 ტონა მანდარინია ექსპორტირებული. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით 2 000 ტონით მეტი ციტრუსია გატანილი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, სუბსიდირების პროგრამა გრძელდება და 1 კგ არასტანდარტულ მანდარინზე ფერმერს 20 თეთრს უხდიან, საიდანაც 10 თეთრი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა, ხოლო 10 თეთრს საწარმოები გადაიხდიან.

ქობულეთში მეციტრუსეებს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება საწარმო ჯი ემ გრუპსა და ტი სი ეფ ჯორჯიაში შეუძლიათ. ტიტე აროშიძის განცხადებით მანდარინის რეალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს და ფერმერებს არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებაშიც დაეხმარებიან . 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი