დილიდან რიგია სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში. მოქალაქეები საქართველო-თურქეთის საზღვარს შეფერხებით კვეთენ. მგზავრები ვარაუდობენ, რომ მიზეზი სისტემის პრობლემაა, რაც მათი თქმით ხშირია. კადრები მოქალაქეებმა მოგვაწოდეს.
თურქეთის საკონსულოში აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი ელექტრო ენერგიის გათიშვა იყო. მათივე ინფორმაციით პრობლემის მალე აღმოსაფხვრელად გაიზარდა მებაჟეთა რაოდენობაც.