ქართული ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები შესრულდა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში გამართულ კონცერტზე.
მსმენელის წინაშე ადგილობრივი და თბილისიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები წარსდგნენ, მათ შორის ჯგუფი „კირიალესა”. საღამო აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.