შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში უფასო გამოკვლევების აქცია მოეწყო. აჭარაში 800-მდე ინფიცირებულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან გამოკვლევის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
მედიკოსების განმარტებით, დაავადების დროულად გამოვლენა და მკურნალობის პროცესში ჩართვა სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია.