ქუთაისში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა  

30 ნოემბერი 2018, 00:00 1882 ნახვა

ძლიერმა ქარმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. ქალაქის ცენტრალურ ბაღში ქარმა ხე ფესვებიანად მოგლიჯა, დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ქარმა რამდენიმე ლოკაციაზე საცხოვრებელ სახლს სახურავიც გადახადა. დაზიანებულია ასევე კადეტთა ლიცეუმის ყაზარმული ნაწილი. სახურავიდან ჩამოვარდნილმა ლითონის ფირფიტებმა ეზოში მდგარი ორი ავტომობილიც დააზიანა.

ამ დროისათვის 112-ში ქუთაისიდან 50-მდე შეტყობინებაა შესული. იმერეთში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ინფორმაციას სააგენტო Topnews.com.ge ავრცელებს. 

იმერეთში, სამეგრელოს სანაპირო ზოლსა და გურიის მაღალმთიან დასახლებებში ქარის სიჩქარემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. აღნიშნულ რეგიონებში დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდა. 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი