8 მსუბუქი ავტომობილი, ავტობუსი, პიკაპი, მაღალი გამავლობის ავტომობილი და ბორბლიანი ტრაქტორი, ჯამში ბათუმის მერიას, 13 ჩამოწერილი სატრანსპორტო საშუალება საპრივატიზაციოდ გააქვს.
მერიაში ამბობენ, რომ ავტომობილების ეს ნაწილი მოძველებულია, ფიქრობენ ჩამოწერილი ქონებიდან მერია ჯამში 17 280 ლარს მიიღებს.
დღესვე, ბათუმის საკრებულო იმსჯელებს, 2008 წელს გამოშვებული 5 ავტობუსის "ზონდა ბასების'' ფოთის მერიისთვის გადაცემის საკითხზე. თითოეული ავტობუსის ღირებულება 5 250 ლარი.