ხულოში, 84-ე ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში, ბიულეტენთან ერთად წერილიც ჩააგდო. მომავალ პრეზიდენტს ოთხი შვილის დედა მხარდაჭერის სანაცვლოდ დახმარებას სთხოვს.
მარტოხელა დედა წერილში წერს: - ნაქირავებში ვცხოვრობ. არც ბინა და არც საცხოვრებელი სახლი არ მაქვს. 4 ობოლი მყავს, გთხოვთ დამეხმაროთ. ვარ ცუდად, ექვსი სხვადასხვა ტიპის დაავადება მაქვს. ოჯახს კი ბანკის ვალები.
ამომრჩევლის წერილი მომავალ პრეზიდენტს