ქობულეთში მამაკაცი მოკლული იპოვეს - მიმდინარეობს გამოძიება

28 ნოემბერი 2018, 00:00 5432 ნახვა

ქობულეთში, ​სოფელ ჩაისუბანში შუა ხნის მამაკაცი მოკლული იპოვეს - ფაქტს შინა​გან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მამაკაცი გზასთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

უბნის რწმუნებულის თქმით, შემთხვევა საავტომობილო გზასთან ახლოს მოხდა და საარჩევნო უბანთან სიმშვიდეა.

მაუწყებლის გადამღები ჯგუფი მუშაობს თემაზე. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში