მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა - ავარია ბათუმში

27 ნოემბერი 2018, 00:00 6216 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ, ჯერ მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი გარე განათების ბოძს. 

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა.  დაზიანებულია ასევე საავტომობილო გზაზე დამონტაჟებული საგზაო ნიშანი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი მგზავრები არ დაშავებულან. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ წუთებში არ იმყოფებიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში