ბარცხანაში სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობაში შესახლებას 20-მდე ოჯახი ცდილობს

26 ნოემბერი 2018, 00:00 2780 ნახვა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, 20-მდე ოჯახი სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობაში შეჭრას ცდილობს. ოჯახები ადგილზე მცირეწლოვანი ბავშვებით იმყოფებიან. ამბობენ, რომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და მხოლოდ სოციალური დახმარება აქვთ, რაც ქირის გადახდის საშუალებას არ აძლევთ.  მათი მტკიცებით სახელმწიფო შენობაში შეჭრა მათთვის ერთადერთი გამოსავალია. 

მოქალაეების ნაწილი, რომლებიც შენობაში შეღწევას ცდილობს, რამდენიმე კვირის წინ შეიჭრნენ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, თუმცა ხელისუფლებამ მეორე დღეს დაატოვებინა ტერიტორია. დღეს, სხვა ოჯახებთან ერთად დაბრუნდნენ იგივე შენობასთან.

შენობის პერიმეტრს ახლა სამართალდამცველები ცოცხალი ჯაჭვით იცავენ , მოქალაქეებს ჯაჭვის გარღვევის და შენობაში შესვლის მცდელობა ჰქონდათ. ამ დროს შეუძლოდ გახდა ახალგზარდა ქალი, რომელსაც სასწრაფო დამხარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩნა. 

განახლება: მოქალაქეებთან  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რამაზ ჯინჭარაძე მივიდა.  უთხრა, რომ შეისწავლიდა 20 ოჯახის პირად საქმეს. მისი თქმით, რამდენიმე ოჯახის შესახებ სამინისტროს ინფორმაცია აქვს.

ოჯახების ნაწილმა დატოვეს ტერიტორია, ნაწილი კი ისევ რჩება ყოფილი სამხედრო ბატალიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი