საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა

25 ნოემბერი 2018, 00:00 1415 ნახვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა. ფინალს ბათუმმა ისტორიაში პირველად უმასპინძლა.  ანგარიში „გაგრამ“ 37-ე წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილის გოლით გახსნა. ივანე ხაბელაშვილმა 49-ე წუთზე თავური დარტყმით ქუთაისელთა კარის ბადე მეორედ შეარხია და „გაგრა“ ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.

თუმცა, ქუთაისელთა თავდამსხმელმა მილოშ ლაჩნიმ ჯერ სხვაობა შეამცირა, ძირითადი დროის ბოლო წამზე კი პენალტით დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. გაგრას“ ნახევარმცველ ერეკლე სულთანიშვილს „ტორპედოს“ კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ აჯობა, ბურთი მოიგერია და „ტორპედოს“ საქართველოს თასი მოეპოვებინა. აღსანიშნავია, რომ „ტორპედო“ ზედიზედ მესამედ გავიდა, მეორედ მოიგო და წაუგებელი თამაშების სერია გააგრძელა, ხოლო ქუთაისური გუნდი კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ბოლო სამი სეზონია, ტიტულის მოპოვებას ახერხებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი