ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ერთ-ერთი ცხრასართულიანი კორპუსის ეზოში მოხდა.
თავდაპირველად, მოსახლეობა საკუთარი ძალებით შეეცადა ხანძრის ჩაქრობას, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ადგილობრივები შემთხვევის ადგილს გაარიდა.
მეხანძრეებმა ცეცხლი რამდენიმე წუთში ჩააქრეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სამედიცინო ბრიგადა.
პირველადი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.