ხელვაჩაურის საკრებულოსთან არსებულ მიწის საკუთრების აღიარების კომისიას, უფლებამოსილება შეუწყდა. ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 1 აგვისტოდან კომისია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილებაში გადავა. დღესვე განიხილეს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში.