აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია

17 ნოემბერი 2018, 00:00 1824 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრამდე ზუსტად 11 დღე რჩება,  დრო ილევა აგრესიული და ბრალდებითი ტონი კი მატულობს. პოლიტიკური ტემპერატურა   იმდენად მაღალია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების  მომხრეები და მხარდამჭერები ერთმანეთის მიმართ იყენებენ ყველა მეთოდს, რომელიც    შავი პიარის ელემენტებს, დიდი ხანია გასცდა. მთავარი საფრთხობელა, რომლითაც ამომრჩეველს, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, ამ არჩევნებზეც აშინებს, რუსეთი და მასთან წარსულში კავშირებია.

ხშირია საუბრები დესტაბილიზაციაზეც. ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობენ სოციალურ ქსელებში, სადაც იქმნება კანდიდატების მაკომპრომიტირებელი გვერდები, ცრუ პროფილები და იწერება სხვადასხვა სახის, ასევე ცრუ ინფორმაცია. მთავარი კითხვა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს მიღმა დარჩენილებს აწუხებთ, არის ის, თუ რას აძლევს ეს ყველაფერი ამომრჩევლებს, როდესაც მათ საკუთარი არჩევანი, 28 ნოემბერს საარჩევნო კაბინებში უნდა გააკეთონ?

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი