სამხედრო პოლიციის ოცეულის საველე - სიტუაციური სწავლება

17 ნოემბერი 2018, 00:00 1217 ნახვა

ნატოს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალურ ბატალიონთან თავსებადობის ამაღლებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიზნით სამხედრო პოლიციის ოცეული გადამზადებას გადის.სცენარის მიხედვით, ოცეულმა, განსაკუთრებული მნიშვნელობის ლოგისტიკური ტვირთის უსაფრთხო გადაადგილებას და მიზნით, ოპერაცია ჩაატარა.

ქვედანაყოფმა ლოგისტიკური მარაგები დაცვის ქვეშ აიყვანა და რეგულირების პუნქტების გავლით წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე კონვოირება განახორციელა. სწავლების მიზანი სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის, ნატოს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალურ ბატალიონთან თავსებადობა, საბრძოლო მოქმედებების დახვეწა, ასევე პოლონური ტაქტიკის განმასხვავებელი ნიშნების ათვისება და შესწავლაა.

ამავე კატეგორიაში