„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის“- აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ცხადად აღიარებს საქართველოს რეფორმების წარმატებით განხორციელებას ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით.ჰარცელმა ისაუბრა 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ფორმატია.