ქალაქ ბათუმის მერიაში, ელექტრო-ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა იბიარდის წარმომადგენლებთან, ტენდერის პირველ ეტაპზე, მონაწილე კომპანიების კვალიფიკაციის დადგენა უნდა მოხდეს, მომდევნო ეტაპზე კი საუკეთესო წინადადებას აირჩევენ.
შეხვედრას ევროპის განვითარების ბანკის ექსპერტებიც ესწრებოდნენ.