პოეტისა და პუბლიცისტის მიხეილ გელაძის 60 წლის იუბილე ხულოში აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება ,,ჩემით იწყება საქართველო“ ხელოვანის ლექსებითა და მონოლოგებით გაიხსნა. მიხეილ გელაძე, ძირითადად, ხულოსა და მაღალმთიან აჭარაზე წერს. ასეულობით ლექსის ავტორი ამჟამად, საქართველოსა და აჭარის მწერალთა კავშირის წევრია.