ციტრუსის რეალიზაციაზე, უხარისხო შხამქიმიკატებსა და გავრცელებულ დაავადებებზე ისაუბრეს ფერმერებმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს.
მოსახლეობის ინფორმაციით, წელს ციტრუსს სოკოვანი დაავადებები გაუჩნდა, შხამქიმიკატები კი დაავადებას ეფექტურად ვერ ებრძვის. მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრის განცხადებით, პესტიციდების კონტროლი დაწყებულია, ხოლო დაავადებებთან ბრძოლა ცენტრალიზებულად ხდება.
ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის წევრები ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ. საწარმო სეზონზე 1 500 -ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღებას გეგმავს , ასევე დაგეგმილი აქვს 3 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღება.
წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი სავარაუდოდ 55-60 ათას ტონაა. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია, რუსეთში, უკრაინაში , სომხეთსა და ყაზახეთში 317 ტონა სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 4-ჯერ მეტია.