პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამემ ექსესების გარეშე ჩაიარა. რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის 16 კარავია გაშლილი. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ, პარლამენტის შენობის წინ 9 კარავი განათავსა, გამთენიისას კი 6 მათგანი აიღეს, სამი კი აქციის მონაწილეებს, მათი თხოვნის საფუძველზე გადასცეს.
პარლამენტთან აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, სოლიდარობის მიზნით ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც.
ნათია კოპალიანი მუშაობს რუსთაველის გამზირზე, ნათია შენ მოისმინე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მესამე სექტორის შეფასება წუხელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რას ამბობს თავად მაჩალიკაშვილი.