''კარვის გაშლა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა" - ხვალ სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაანონსდა

10 ნოემბერი 2018, 00:00 1667 ნახვა

ბათუმში სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიატორი ბათუმში მოქმედი  რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა.  

"კარვის გაშლა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა - სოლიდარობა ზაზა სარალიძეს" - ამ სახელწოდების აქცია, ხვალ, 11 ნოემბერს, 15 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება. 

ბათუმში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თბილისში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კვლავ არ მისცა ზაზა სარალიძეს უფლება კარავი დაედგა. პოლიციელებსა და აქციის რამდენიმე მონაწილეს შორის ინციდენტის დროს შეუძლოდ გახდა სარალიძის დედა და თავად ზაზა სარალიძე. მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში