ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა-‘’ს პრემიერა გაიმართა. მსახიობები სპექტაკლზე 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
სპექტაკლის ინსცენირებაზე გელა გელაშვილმა იმუშავა, რეჟისორმა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ძველი ვერსიით დადგა. მუსიკალური გაფორმება ირმა გოგელიას ეკუთვნის. ხვალ თოჯინების თეატრის მსახიობები „წითელქუდას“ დადგამენ.