მმართველი გუნდი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების წინააღმდეგ კამპანიაზე

10 ნოემბერი 2018, 00:00 1386 ნახვა

ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი ე.წ. მიკროშტაბებიდან, საკონსულოებისა და საელჩოების სახელით ემიგრანტებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, სამაგიეროდ კი უცხოეთში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის დამზადებას ჰპირდებიან.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი მსგავსი ფაქტი საელჩოებსა და საკონსულოებში არსებულ ცხელ ხაზზე გადაამოწმონ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი