ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
თვითმმართველობის წევრებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის უხდებოდათ, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ დააგროვა სათანადო რაოდენობის ხმა, ასე რომ პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტურის ჩატარება იქნება საჭირო.
მეორე ტურშიც გამარჯვებისთვის შალვა ილარიშვილი და ირაკლი კოჩალიძე იბრძოლებენ.