მოქალაქეები შპს „ეიჩდი - ფორექსის „ წინააღმდეგ. კომპანიას 70-მდე ბათუმელი უჩივის. მათი ინფორმაციით, კომპანიამ მოქალაქეებს მოგების მიღების მიზნით თანხა დააბანდებინა, თუმცა უშედეგოდ. მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხა 500 დოლარიდან 50 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.
დაზარალებულები კომპანიის ხელმძღვანელის დასჯას და თანხის დაბრუნებას ითხოვენ. უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, თუ საქმეს დროულად არ გამოიძიებენ, მოქალაქეები აქციებს მოაწყობენ. კომპანიის წარმომადგენლობა ბათუმში დახურულია. ჩვენს სატელეფონო ზარებს მთელი დღეა არ პასუხობენ.