ვინ უწევს ზედამხედველობას სტადიონის მშენებლობისთვის მილიონობით ლარის ხარჯვას?

07 ნოემბერი 2018, 00:00 1675 ნახვა

ბათუმის სტადიონის მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება - ამისთვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხაა გათვალისწინებული. ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტია. ათეულობით მილიონი ლარი ისე დაიხარჯა რომ ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ვერ შეძლო ტენდერის გზით ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გამოვლენა, ასეთი კომპანია შპს-მ ახლახანს გამოავლინა, ასე რომ პროცესს ახლა დამოუკიდებელი მხარეც დააკვირდება.

წელს მოედნისთვის, რომელიც 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი, 45 მილიონი ლარი დაიხარჯა, მომავლისთვის კი 33 მილიონია გათვალისწინებული. ცნობისთვის უწყებას, რომელსაც მასშტაბური პროექტების განკარგვა ევალება, ხელმძღვანელი ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა. 

ამავე კატეგორიაში