ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ცოლ-ქმარს დაეჯახა, რომლებიც საავტომობილო გზაზე გადადიოდნენ.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, კაცის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ქალს, ის მოტეხილობებით ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.