მოქალაქე საზღვარზე ჩამორთმეული მედიკამენტების დაბრუნებას ითხოვს

07 ნოემბერი 2018, 00:00 2253 ნახვა

მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. თამილა ბეჟანიძე ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც სამედიცინო კურსის გავლა თურქეთის კლინიკებში დასჭირდა. მისი ინფორმაციით, დაუდგინდა რამდენიმე დიაგნოზი, მათ შორის ეპილეფსიის, რის გამოც პრეპარატები ექიმის დანიშნულებით  თურქეთში იყიდა.

ბეჟანიძე ყვება, რომ ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც ეპილეფსიის სამკუნრალოდ სჭირდება, 4  ნოემბერს საბაჟო კონტროლის გავლის დროს, აეროპორტში ჩამოართვეს.

საქმეს ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილება იძიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები მოქალაქეს ვერ დაუბრუნდება, საქმეზე ძიება  261-ე და  263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ფსიქოტროპული პრეპარატების შეძენა შენახვა შემოტანას გულისხმობს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი