სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი: ''დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ ჩემს წინააღმდეგ მე-4 საქმე აღძრა''

06 ნოემბერი 2018, 00:00 1467 ნახვა

ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ცნობით, მის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მისთვის და ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა საკითხზე აღძრეს საქმე.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგორის რაიონის პროკურატურამ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით.

პირველი საქმე ადგილობრივმა პროკურატურამ 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასამტკიცებლად პროკურატურამ ვერ წარმოადგინა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი