''არსიანი'' საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადება

05 ნოემბერი 2018, 00:00 1967 ნახვა

 8 ნოემბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანი“-ს გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გიმართება.

ანსამბლს  97 წელი უსრულდება.  იგი ჩაერთო საქველმოქმედო მარათონში რომლის მიზანიცაა  ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს,  ხულოს სამ სოფელში გაიხსნას ახალი ბიბლიოთეკები, აჭარის ვეტერანთა კლუბს გაუკეთდეს ბიბლიოთეკა შშმ ბავშვებს დაუფინანსდეს სწავლება ინგლისურ ენაში, ასევე  ხულოს დრამატულ თეატრთან არსებულ მსახიობთა დასს „იასამანს’’, ფონდმა საჭირო ტექნიკა უნდა შეუძინოს,   მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებს და  იძულებით გადაადგილებულ პირს აფხაზეთიდან ისტორიის პედაგოგს– რევაზ ოკუჯავას გადასცეს საცხოვრებელი ბინა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი