შუახევის მუნიციპალიტეტს 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შეემატება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ყოფილი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე განთავსდება.
სამუშაოები თითქმის დასრულებულია, დარჩენილია ფასადის მოპირკეთების სამუშაოები და ინვენტარიზაცია. პროექტისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 104 ათასი ლარი გამოიყო.