სასკოლო  ოლიმპიადის ფინალური  დაპირისპირება

04 ნოემბერი 2018, 00:00 1356 ნახვა

კალათბურთში სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში,   ფინალური შეჯიბრება გაიმართა. ერთმანეთს ვაჟებში  1-ლი და მე-16 საჯარო სკოლებიდან დაკომპლეტებული გუნდები, ხოლო გოგონებში მე-8 და  28-ე  სკოლების გუნდები შეხვდნენ.

ახალგაზრდა სპორტსმენები ამის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, გამარჯვებული კი  ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. სასკოლო ოლიმპიადა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  

ამავე კატეგორიაში